გამოცდები გვიახლოვდება !

Exams

მოგესალმებით პატივცემულო ვიზიტორებო :) ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდები ახლოვდება, მღელვარება უფრო და უფრო მატულობს,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი, სადაც განვათავსებ სხვადასხვა ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით… ხშირად შემხვედრია კითხვები, სადაც აბიტურიენტი კითხულობს თუ სად შეიძლება ნახოს ესა თუ ის ტესტი ან სხვადასხვა ინფორმაცია გამოცდების შესახებ… ვეცდები ამ ბლოგის საშუალებით დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია,რომელიც დღეს-დღეისობით არის ცნობილი და ასევე ყველა ტესტი,რომელიც უკვე იყო გასული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

რჩევები აბიტურიენტებს :)


კიდევ ერთხელ მოგესალმებით,ძვირფასო აბიტურიენტებო :) მინდა აგიხსნათ,თუ რა სიტვაციაა გამოცდაზე, რაც მე უკვე გავიარე . პირველ რიგში, მიდიხარ იმ შენობასთან,რომელიც იქნება მითითებული შენს პირად ტალონში. გარეთ არის ძალიან დაძაბული და ამასთან სახალისო გარემო. 50 % ისე ნერვიულობს, ფერი არ ადევს, დანარჩენი 50 % ან ცეკვავს,ან მღერის, ან მთვრალია , ნუ ჩემ დროს ასე იყო :D ტალონზე მითითებულ დროს გაიხსნება კარები,სადაც დაცვა დგას და 5-5,7-7 ბავშვს უშვებენ ორ-ორი სამ-სამი წუთის გამოტოვებით…ადიხართ გრძელ კიბეზე,რამაც მე პირადად დამგრუზა … შედიხართ შენობაში,გჩხრიკავთ დაცვა, შემდეგ მიგითითებენ თუ სად უნდა მიიტანოთ ტალონი, მიიტანთ და სპეციალური აპარატის საშუალებით დაგიწერენ ოთახის ნომერს და იმ მაგიდის ნომერს,სადაც მოგიწევთ ტესტის დაწერა,,,იქვე დგას ადამიანი , რომელსაც ეტყვით ოთახის ნომერს და გეტყვით,თუ რომელ სართულზე უნდა ახვიდეთ… ეს პროცესი ყველაზე ტვინის ბურღვაა,მე პირადად ოთხჯერ შემეშალა :D შედიხართ ოთახში,ანახებთ დამკვირვებელს თქვენს ტალონს , დამკვირვებელი მიგითითებთ სკამზე,სადაც უნდა დაჯდეთ… მითითებულ დროს იწყება საგამოცდო პროცესი, დამკვირვებელი აგიხსნით ყველანაირ წესს,რაც უნდა დაიცვათ გამოცდაზე , ამის შემდეგ იტყვის რომ დაიწყო დროის ათვლა და ოთახში ჩამოვარდება სრული სიჩუმე… ესაა და ეს :) მთავარია არ ინერვიულოთ ! ხო, წყალს თუ ნახევრად გაყინულს შეიტანთ კარგს იზამთ,უნარების გამოცდაზე მთლიანად გაყინული შევიტანე,არ გადნა და მოვკვდი წყურვილით :D არამც და არამც არ გამოხვიდეთ,სანამ სრულად არ ამოიწურება ტესტის წერისთვის განკუთვნილი დრო,გადახედეთ ტესტს თუნდაც 100-ჯერ , დაიმახსოვრეთ,ყველაზე კარგად ის წერს,ვინც უფრო დიდი ხანი ზის და თუ სხვა მალე გავიდა,არ ნიშნავს იმას,რომ ტვინი გადმოსდის . წარმატებებს გისურვებთ :)

უნარების ტესტები (2005-20010)

2005 წელი

2006 წელი

2007 წელი

2008 წელი

2009 წელი

2010 წელი

2010 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

2011 წლის ატესტატის მინიმალური კომპეტენციის ოფიციალურად დამტკიცებული პროგრამა


ქართული
ქართული, როგორც მეორე ენა
მათემატიკა
უცხოური ენები
ქიმია
ბიოლოგია
ფიზიკა
ისტორია
გეოგრაფია

Follow

Get every new post delivered to your Inbox.