რჩევები აბიტურიენტებს :)


კიდევ ერთხელ მოგესალმებით,ძვირფასო აბიტურიენტებო🙂 მინდა აგიხსნათ,თუ რა სიტვაციაა გამოცდაზე, რაც მე უკვე გავიარე . პირველ რიგში, მიდიხარ იმ შენობასთან,რომელიც იქნება მითითებული შენს პირად ტალონში. გარეთ არის ძალიან დაძაბული და ამასთან სახალისო გარემო. 50 % ისე ნერვიულობს, ფერი არ ადევს, დანარჩენი 50 % ან ცეკვავს,ან მღერის, ან მთვრალია , ნუ ჩემ დროს ასე იყო😀 ტალონზე მითითებულ დროს გაიხსნება კარები,სადაც დაცვა დგას და 5-5,7-7 ბავშვს უშვებენ ორ-ორი სამ-სამი წუთის გამოტოვებით…ადიხართ გრძელ კიბეზე,რამაც მე პირადად დამგრუზა … შედიხართ შენობაში,გჩხრიკავთ დაცვა, შემდეგ მიგითითებენ თუ სად უნდა მიიტანოთ ტალონი, მიიტანთ და სპეციალური აპარატის საშუალებით დაგიწერენ ოთახის ნომერს და იმ მაგიდის ნომერს,სადაც მოგიწევთ ტესტის დაწერა,,,იქვე დგას ადამიანი , რომელსაც ეტყვით ოთახის ნომერს და გეტყვით,თუ რომელ სართულზე უნდა ახვიდეთ… ეს პროცესი ყველაზე ტვინის ბურღვაა,მე პირადად ოთხჯერ შემეშალა😀 შედიხართ ოთახში,ანახებთ დამკვირვებელს თქვენს ტალონს , დამკვირვებელი მიგითითებთ სკამზე,სადაც უნდა დაჯდეთ… მითითებულ დროს იწყება საგამოცდო პროცესი, დამკვირვებელი აგიხსნით ყველანაირ წესს,რაც უნდა დაიცვათ გამოცდაზე , ამის შემდეგ იტყვის რომ დაიწყო დროის ათვლა და ოთახში ჩამოვარდება სრული სიჩუმე… ესაა და ეს🙂 მთავარია არ ინერვიულოთ ! ხო, წყალს თუ ნახევრად გაყინულს შეიტანთ კარგს იზამთ,უნარების გამოცდაზე მთლიანად გაყინული შევიტანე,არ გადნა და მოვკვდი წყურვილით😀 არამც და არამც არ გამოხვიდეთ,სანამ სრულად არ ამოიწურება ტესტის წერისთვის განკუთვნილი დრო,გადახედეთ ტესტს თუნდაც 100-ჯერ , დაიმახსოვრეთ,ყველაზე კარგად ის წერს,ვინც უფრო დიდი ხანი ზის და თუ სხვა მალე გავიდა,არ ნიშნავს იმას,რომ ტვინი გადმოსდის . წარმატებებს გისურვებთ🙂

4 Responses to რჩევები აბიტურიენტებს :)

  1. niksologi says:

    ამ ბლოგს რამე შეხება აქვს განათლების სამინისტროსთან?😦 სულ მცირედი მაინც?

  2. natia121 says:

    ამ შემთხვევაში ნამდვილად არ აქვს:) დიდი მადლობა ესოდენ გამოყენებადი რჩევებისათვის, მაგრამ ისე ძნელია არ ინერვიული…ჯერ ეხლა მაკანკალებს გამოცდების გაგაონებაზე და მერე რაღა მომივა🙂 (ისე რა დროს ეროვნულია ატესტატი ავიღოთ ჯერ:) )

    • მოდერატორი says:

      გეთანხმები ნათია, ნერვიულობა ყოველთვის თან ახლავს საგამოცდო პროცესს,უბრალოდ უნდა ეცადო,ეს ნერვიულობა მინიმუმამდე შეამცირო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: